მთავარი / ანონსირება / X1-48 ფასთა ღია გამოკითხვა ვიდეო მონიტორინგისთვის სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვასთან დაკავშირებით

გამოცხადდა 2019-01-14

სრულდება 2019-01-21

ტენდერი დასრულებულია

  1. ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ასევე მათ გაერთიანებებს. შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2019 წლის 21 იანვრამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება “ხრამჰესი 1”-ის ოფიციალური  საიტიდან  www.khramhesi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”,  ქვეგანყოფილება - “ანონსირება”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი პროდუქციის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ ან/და რუსულ ენაზე, დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2019 წლის 21 იანვრის 15:00  საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭედით პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა შედგება 2019 წლის 22 იანვარს 12:00 საათზე.

 

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომერზე და ელ. მისამართზე: +995 551 46 19 49; vugulava@khramhesi.ge