2007 წელს სს „ხრამჰესი I» 60 წლის გახდა. დსს „ინტერ რაო ეეს“–ის მიერ სადგურის მმართველობის მიღებამდე (2003 წლის შემოდგომაზე) (შვილობილი კომპანია «GEORGIA HOLDING BV» მეშვეობით), მნიშვნელოვანი სარემონტო–აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა, რაც გახდა ჰიდროელექტროსადგურის შეფერხებული მუშაობის მიზეზი. 2004 წლის დასაწყისიდან, ახალი მენეჯმენტის ინიციატივით, განხორციელდა ელექტროსადგურის გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგად მიღწეულ იქნა სს „ხრამჰესი I»–ს სტაბილური ფუნქციონირება.
საქართველოს მთავრობასა და «GEORGIA HOLDING BV» შორის დადებული სს „ხრამჰესი I»–ის და სს „ხრამჰესი II»–ის მართვის ხელშეკრულების მოთხოვნების გათვალისწინებით, სს „ხრამჰესი I” –ს მენეჯმენტმა შეიმუშავა ელექტროსადგურის შემდგომი განვითარების პროგრამა, რომლის შესრულება უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურის სანდოობის გაუმჯობესებას და ჰიდროელექტროსადგურის თანამედროვე სტანდარტების თანახმად ექსპლუატაციას.