ეკოლოგიური და სოციალური პოლიტიკა / სოციალური პოლიტიკა

სოციალური პოლიტიკა


სს „ხრამჰესი I” –ის მენეჯმენტის მორიგ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს მუშა-მოსამსახურე პერსონალის კეთილდღეობა. ამ მიზნით, კომპანია მის პერსონალს უზრუნველყოფს გარანტირებული და სტაბილური შემოსავლით, პრემიალური და სხვა სახის წახალისებებით.   პერსონალსა და მისი ოჯახის წევრებს კომპანია აგრეთვე  უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევის მომსახურებით. ჯანსაღი სამუშაო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება საქართველოს ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ. შედეგად, მნიშვნელოვნად იზრდება თანამშრომელთა შრომის ეფექტურობა.

კომპანია აგრეთვე დიდ ყურადღებას უთმობს პერსონალის მომზადებას. ამისათვის, რეგულარულად ხორციელდება თანამშრომელთა სწავლება და ცოდნის შემოწმება. მათი მივლინება საქართველოსა და სხვა ქვეყნების სტაჟირების მაზნით  - მოსამზადებელ ცენტრებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია ჰიდროელექტროსადგურის სტაბილური და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას წარმოადგენს.
თანამედროვე ენერგეტიკული კონცეფციების მეშვეობით კომპანია ზრუნავს, რათა მისი წვლილი შეიტანოს რეგიონის ცხოვრების დონის ამაღლებაში. იგი ქმნის სამუშაო ადგილებს, რაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის გრძელვადიან პერსპექტივებს უზრუნველყოფს. ამასთან, კომპანია ახორციელებს ახალგაზრდა კადრების მოძიებას, მოზიდვას, მათ მომზადებასა და დასაქმებას.