გარემოს დაცვა წარმოადგენს სს „ხრამჰესი I” –ის მენეჯმენტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას. კონკრეტული ზომების დაგეგმვისა და განხორციელების გზით საზოგადოება უზრუნველყოფს სრულფასოვანი საარსებო პირობების შენარჩუნებას რეგიონში.
ამასთან, კომპანია მკაცრად იცავს წყლის რესურსების აღება-ჩაშვების მიღებული წესების მოთხოვნებს. აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოება მუდმივად ახორციელებს მის მფლობელობაში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამოკვლევას და მათ შემდგომ შეკეთებას გამოკვლევის შედეგების შესაბამისად.
ეკოლოგიური უსაფრთხოება ქვეყნის თითოეული მოქალაქის ზრუნვის საგანია და შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ აღნიშნულ საქმიანობაში.