ტექნიკური მონაცემები / ძირითადი მოწყობილობა

ძირითადი მოწყობილობა


სამანქანო დარბაზში დაყენებულია «ASEA» შვედური ფირმის წარმოების 3 ვერტიკალური ჰიდროაგრეგატი საერთო დადგმული სიმძლავრით 112,8 ათასი კვტ, წყლის გამოანგარიშებული დაწნევით  370 მ და ნომინალური ბრუნვით 375 ბრ/წთ. ასევე არსებობს სპეციალური ჰიდროაგრეგატი საკუთარი მოხმარებისთვის, 650 კვტ. სიმძლავრით.  ენერგოსისტემაში ენერგიის გაშვება ხორციელდება ოთხი 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით: „თონეთი–2“, „იმერა“, „გომარეთი“ და „თრიალეთი“.ელექტროგადამცემი ხაზი „გომარეთი“ ასევე არის „ხრამჰესი 1“ და „“ხრამჰესი–2“–ის დამაკავშირებელი ხაზი.  

ჰიდროელექტროსადგურს წყალი მიეწოდება  წლიური რეგულირების წყალსაცავიდან, რკინაბეტონის დაწნევის 7კმ სიგრძის წყალსადენიდან, მრგვალი კვეთით, შიდა დიამეტრით 3.2 მ., შემდეგ ერთი ერთძაფიანი ლითონის წყალსადენიდან შიდა დიამეტრით 2,9 მ. და სამძაფიანი ლითონის წყალსადენიდან, ყოველი ძაფის შიდა დიამეტრით 1,3 მ. 

წყალსაცავის მოცულობა დაახლოებით 290 მლნ. მ3 შეადგენს. წყალსაცავი შექმნილია წალკის ხეობის დასაწყისში დაბმის აშენებით. ქვის ნაყარი დამბის ტიპი, კეხის სიგრძე 113 მ., ზედაპირის სიგანე 5მ., დამბის სიმაღლე 32.0მ. დამბას აქვს ექვსმალიანი წყალსარინი, საერთო გამტარიანობით  500მ3/წ.

ღია ტიპის წყალმიმღები, რომელიც გათვალისწინებულია 36 მ3/წ. წყლის გატარებისთვის, სიღრმული წყალსადებით, რომლის სიგრძეა 24,4 მ., ორმალიანი, ყოველი მალის ზომები 4,5Х5,0 მ.

დახურული ტიპის გამანაწილებელი მოწყობილობა, ნომინალური სიმძლავრე 6000 ვოლტი, მოკლე ჩართვის სიმძლავრე 56300 კვტ. ღია ტიპის სამაღლებელო ქვესადგური 7700 კვ.მ. ფართობით, დაფარულია ხრეშით. შემოღობილია ბეტონის ღობით და ლითონის ცხაურით. ნომინალური სიმძლავრე 120 კვ.

დახურული გამანაწილებელის მოწყობილობის გრძივი კედლის გასწრივ დამონტაჟებულია სამი ამამაღლებელი, ზეთითშევსებული, სამფაზიანი ТДЦ 80000/110 ტიპის ტრანსფორმატორი. ამ ტრანსფორმატორების დადგენილი  საერთო სიმძლავრე შეადგენს 240000 კვტ.

 


2017

-    #1 და #2 ჰიდროაგრეგატის მიმდინარე რემონტი
-    #2 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური რემონტი ტურბინის მუშა თვლის შეცვლით
-    #1 ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი
-    საყოფაცხოვრებო და საკანალიზაციო წყლების გამწმენდი მოწყობილობების დაპროექტება-მონტაჟი
-    ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობების დაპროექტება-მონტაჟი
-    ტურბინის სარეზერვო მუშა თვლის მოწოდება
-    გენერატორებისა და ელექტროგადამცემი ხაზების სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემის დაპროექტება
-    ტურბინის სიჩქარის რეგულატორის სერვიძრავის კორპუსისა და დგუშის მოწოდება (2 კომპლექტი)
-    საკუთარი მოხმარების 10 კვ, 630 კვა ტრანსფორმატორის მოწოდება
 


2016

-    #2 და #3 ჰიდროაგრეგატის მიმდინარე რემონტი
-    #1 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური რემონტი
-    #1 ჰიდროაგრეგატის სტატორის ჰაერგამაციებლების მოწოდება, მონტაჟი
-    #2 ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი
-    #1 შიბერული საკეტის რემონტი
-    ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის რემონტი
-    დროსელური საკეტების და სათავე ნაგებობის ტრანსფორმატორების შეცვლა
-    #3 ჰიდროტურბინის სარეზერვო მუშა თვლის მოწოდება, მონტაჟი


2015

-    #1, #2 და #3 ჰიდროაგრეგატების მიმდინარე რემონტები
-    #2 ჰიდროაგრეგატის სტატორის ჰაერგამაციებლების მოწოდება, მონტაჟი
-    წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების და ამწე მექანიზმების დიაგნოსტიკა
-    ჰიდროაგრეგატების სიჩქარის რეგულატორის მართვის პროგრამის მოდიფიკაცია (იზოლირებულ სისტემაში სადგურის ნულიდან გაშვების მიზნით)
-    წყალსაცავის ტერიტორიის შემოღობვა
-    წყალსაცავის თხემის კაპიტალური რემონტი


2014

-    #1 და #2 ჰიდროაგრეგატის მიმდინარე რემონტი
-    #3 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური რემონტი
-    #3 ჰიდროაგრეგატის სტატორის ჰაერგამაციებლების მოწოდება, მონტაჟი
-    #3 შიბერული საკეტის რემონტი
-    შიბერული საკეტების მართვის სისტემის დაპროექტება, მოწოდება, მონტაჟი
-    შენობებისა და ნაგებობების ბეტონის სიმტკიცის გამოკვლევა


2013

-  #2 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური რემონტი მუშა თვლის შეცვლით
-  T-3 ძალოვანი ტრანსფორმატორის რემონტი
-  6-10 კვ დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის შენობის რემონტი


2012

-  T-1 ძალოვანი ტრანსფორმატორის რემონტი
-  ერთძაფა სადაწნეო მილსადენის დაზიანებული ადგილების ანტიკოროზიული დამუშავება და განათების აღდგენა
-  დროსელური საკეტების მართვის სისტემის რეაბილიტაცია (პროექტირება,მოწოდება მონტაჟი)


2011

-  წყალსაცავის უქმი წყალსაგდების ფარების და ამწე მექანიზმების რემონტი
-  სამძაფა სადაწნეო მილსადენის ანკერებისა და შუალედური საყრდენების რემონტი
-  #1 ჰიდროაგრეგატის კაპიტალური შეკეთება თერმოკონტროლის სისტემის აღდგენით


2010

-  სამძაფა სადაწნეო მილსადენის კომპენსატორების რემონტი
-   საკუთარი მოხმარების გენერატორის რემონტი
-   წყალსაცავის მონიტორინგის სისტემის მონტაჟი


2009

-  ჰესის შენობაში და დამხმარე ნაგებობებში სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
-   #1 და #2 სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია
-   #1 და #2 შიბერული საკეტების რემონტი
 


2008

-  ძალოვანი ტრანსფორმატორების მართვის სისტემის რეაბილიტაცია
-  ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო შენობის რეკონსტრუქცია
-  წყალმიმღების დახრილი და კალათისებრი ნაგავდამჭერი ცხაურის რეაბილიტაცია