მთავარი / ანონსირება / Х1-40 წინადადებების ღია გამოკითხვას №2 გენერატორის სტატორის მოწოდება-შეცვლასთან დაკავშირებით

გამოცხადდა 2019-01-14

სრულდება 2019-01-24

ტენდერი დასრულებულია

  1. წინადადებების ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ასევე მათ გაერთიანებებს. შემოთავაზებული წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2019 წლის 24 იანვრამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება “ხრამჰესი 1”-ის ოფიციალური  საიტიდან  www.khramhesi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”,  ქვეგანყოფილება - “ანონსირება”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი პროდუქციის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. წინადადებების ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ ან/და რუსულ ენაზე, ორი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2019 წლის 24 იანვრის 15:00  საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭედით პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა შედგება 2019 წლის 28 იანვარს 12:00 საათზე.

 

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომერზე და ელ. მისამართზე: +995 551 46 19 49; vugulava@khramhesi.ge