მთავარი / ანონსირება / Х1-2024-15 - წინადადებების ღია გამოკითხვა სს „ხრამჰესი 1“-ის ქონებისა და მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით

გამოცხადდა 2024-04-10

სრულდება 2024-04-22

ტენდერი დასრულებულია

  1. წინადადებების ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს. შემოთავაზებული პირობები უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შესაძლებელია “ხრამჰესი 1”-ის ოფიციალური  საიტიდან  www.khramhesi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”,  ქვეგანყოფილება - “ანონსირება”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. წინადადებების ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ ან/და რუსულ ენაზე, დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2024 წლის 22 აპრილის 12:00  საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭედით პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  4. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.

 

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომერზე და ელ. მისამართზე: +995 551 46 19 49; vugulava@khramhesi.ge