მთავარი / ანონსირება / Х1-2022-29 წინადადებების ღია გამოკითხვა ნავთობპროდუქტების შემადგენლობის მუდმივი კონტროლის სისტემის შექმნასთან დაკავშირებით

გამოცხადდა 2022-01-10

სრულდება 2022-01-20

ტენდერი დასრულებულია

  1. წინადადებების ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს. შემოთავაზებული სამუშაოები უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2022 წლის 20 იანვრამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება “ხრამჰესი 1”-ის ოფიციალური  საიტიდან  www.khramhesi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”,  ქვეგანყოფილება - “ანონსირება”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. წინადადებების ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ ან/და რუსულ ენაზე, დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2022 წლის 20 იანვრის 15:00  საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭედით პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  4. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.

 

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომერზე და ელ. მისამართზე: +995 551 46 19 49; vugulava@khramhesi.ge