მთავარი / ანონსირება / X1-02 წინადადებების გამოკითხვა შავი ლითონის ჯართის გაყიდვასთან დაკავშირებით

გამოცხადდა 2021-06-22

სრულდება 2021-07-22

ტენდერი დასრულებულია

  1. წინადადებების ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2021 წლის 22 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება “ხრამჰესი 1”-ის ოფიციალური  საიტიდან  www.khramhesi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”, ქვეგანყოფილება - “ანონსირება”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. წინადადებების ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ ან/და რუსულ ენაზე, დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2021 წლის 22 ივლისს 18:00  საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება.

 

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომერზე და ელ. მისამართზე: +995 551 46 19 49; vugulava@khramhesi.ge