მთავარი / ანონსირება / ფასთა გამოკითხვა მსუბუქი ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებით

გამოცხადდა 2020-02-25

სრულდება 2020-03-10

ტენდერი დასრულებულია

  1. ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2020 წლის 10 მარტამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება “ხრამჰესი 1”-ის ოფიციალური  საიტიდან  www.khramhesi.ge - განყოფილება - “შესყიდვები”,  ქვეგანყოფილება - “ანონსირება”  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ ან/და რუსულ ენაზე, დახურული კონვერტით 2020 წლის 10 მარტის 12:00  საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ა. აფაქიძის 7/6, სს “ხრამჰესი 1”-ის სათაო ოფისი, შესყიდვების განყოფილება.
  5. დოკუმენტაციის განხილვა შედგება 2020 წლის 10 მარტს 14:00 საათზე.

 

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომერზე და ელ. მისამართზე: +995 551 46 19 49; vugulava@khramhesi.ge